ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში - აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს

10.04.21 15:09
ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში - აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს

ქუთაისში დევნილების კორპუსში მცხოვრებლემა  აღმაშენებლის გამზრის გადაკეტვა სცადეს. ისინი შენობაში არსებული ლიფტის გაუმართაობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ახლადაშენებულ კორპუსებში ლიფტი ავარიულია, მის შესაკეთებლად თანხა შეაგროვეს,  თუმცა მისი აღდგენა არ მოხდა. 

გაუმართავი ლიფტის  გამო მათ მაღალსართულზე ფეხით ასვლა უწევთ. აქციის მონაწილეები ცენტრალურ გზაზე შეიკრიბნენ და გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. გზის გადაკეტვის მცდელობას ადგილზე ხმაური  და დაპირისპირება მოჰყვა.