ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის საძიებო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ

11.04.21 10:21
ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის საძიებო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ

სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის საძიებო სამუშაოებში 6 მყვინთავი ჩაერთო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ისინი ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავით და სპეციალური აღჭურვილობით ახდენენ.საძიებო სამუშაოებში ჩართულია 20 მეხანძრე-მაშველიც.

პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს", - წერია უწყების განცხადებაში.
 

სოფელ ნამოხვანში რიონის ერთ-ერთი მცველი გუშინ, 10 აპრილის ღამით გაუჩინარდა. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.