მიედევნენ და თხოვდნენ წყლიდან გამოსვლას - ახალი დეტალები ნამოხვანიდან

11.04.21 11:23
მიედევნენ და თხოვდნენ წყლიდან გამოსვლას - ახალი დეტალები ნამოხვანიდან

სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებული ახალგაზრდას შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც რიონის მცველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს კარგად არ იცნობდნენ, რადგან ის პროტესტს 4 დღის წინ შეუერთდა. თვითმხილველების თქმით, 30 წლამდე კაცი  რიონში მოულოდნელად შევიდა.მას იქვე მყოფი პირები გამოსვლას სთხოვდნენ, ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.

გადაწყვიტა, რომ შესულიყო წყალში.ჩვენი მეგობრები, მათ შორის პოლიციაც მიედევნენ მას და თხოვდნენ,ჩვენი ერთი მეგობარი წყალშიც კი შევიდა და თხოვდა, რომ გამოსულიყო წყლიდან,იმედი გვაქვს რომ ცოცხალია ეს ადამიანი - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მდინარის პირას მოვდიოდი, დამიძახა მომცა მობილური და მთხოვა, რომ მისი ახლობლისთვის მიმეცა, ვკითხე შენ რა გქვია-მეთქი არც მოტრიალდა მდინარისკენ გარბოდა და შევარდა მდინარეში - ამბობს თვითმხილველი.

მყვინთავები  რიონში გაუჩინარებულ კაცს  ამ დრომდე ეძებენ. ძებნის ოპერაციას ცუდი ამინდი ართულებს.