ხანძარი ახმეტაში - დამწვარია საცხოვრებელი სახლი

11.04.21 11:55
ხანძარი ახმეტაში - დამწვარია საცხოვრებელი სახლი

წუხელ, გვიან ღამით, ახმეტაში შათირიშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც ტვ პირველს ადგილობრივები უყვებიან სახლის მეორე სართულზე გარდაცვლილი მამაკაცი იყო დასვენებული, რომლის ცხედარი სრულად დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი  სადენებს გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა.
ხანძრის შედეგად დამწვარია სახლის დიდი ნაწილიც.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო - სამაშველო ბრიგადა.