ქურდობა გორში - მაღაზიიდან პური,მაკარონი და კვერცხია წაღებული

11.04.21 13:18
ქურდობა გორში - მაღაზიიდან პური,მაკარონი და კვერცხია წაღებული

გორში მაღაზიიდან კაცმა პური,მაკარონი და კვერცხი მოიპარა. შემთხვევა გვიან ღამით, "კომენდანტის საათის" დროს მოხდა. 

პოლიციამ მამაკაცი დააკავა,თუმცა მაღაზიის მეპატრონე მას არ უჩივის. მეპატრონის თქმით, მამაკაცი სოციალურად დაუცველია და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა.