სოფელი წყალმომარაგების გარეშე - ნიჩბისის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

11.04.21 13:20
სოფელი წყალმომარაგების გარეშე - ნიჩბისის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

სოფელ ნიჩბისის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს.მოსახლეობის თქმით, გამგეობამ მილების შეცვლა 3 წლის წინ დაიწყო, თუმცა წყალმომარაგების პრობლემა სოფელში ამ დრომდე არსებობს. ირკვევა, რომ სოფელს სასმელი წყალი დღეში მხოლოდ ერთი საათით მიეწოდება, თუმცა ის დასალევად უვარგისია.

წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებაზე გამგეობამ 124 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა სოფელს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.