"უკომპრომისო ვიქნებით, ყველას მიეხედება" - მეუფე იაკობის მუქარა ამბიონიდან

11.04.21 15:00
"უკომპრომისო ვიქნებით, ყველას მიეხედება" - მეუფე იაკობის მუქარა ამბიონიდან

"უკომპრომისო ვიქნები, ყველას მიხედება - ეს სიტყვები ამბიონიდან  მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს თქვა. ბოდბელი მიტროპოლიტი სავარაუდოდ,  იმ სასულიერო პირებს ემუქრება, ვინც კრიტიკულ მოსაზრებებს ღიად აფიქსირებს. მეუფე იაკობმა სასულიერო პირებს სინანულისკენ მოუწოდა.

საეკლესიო კანონებიც არის და თვითონ მატყუარებს იგივე კანონით განაკანონებენ, სანამ სასამართლო დაიწყება მაგ იმაზე ხელს აწერს, რომ რაც ბრალი შეაქვს ადამიანზე, თუ ვერ დაუმტკიცა, თვითონ იმ ბრალით განისჯება. ამიტომ ყველა ფრთხილად უნდა იყოს და რა გაუკეთებია ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან.ეს ორაზროვანი ლაპარაკები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს დაფიქრდნენ და აირჩიონ, სად დგანან, ღმერთთან დგანან, თუ მატყუარებთან დგანან. უკომპრომისოები ვიქნებით, მერე უკვე ავტორიტეტიც აღარ არსებობს მასე რომ იქცევიან და ყველას მიეხედება აბსოლუტურად. ერთობა ვიცი ნამდვილი ერთობა, ძალად ერთობა არ გამიგია,"- თქვა ქადაგების დროს მეუფე იაკობმა.