წვეულება სალოსის ქუჩაზე - ინსპექციამ 22 ათასი ლარის ჯარიმა გამოწერა

11.04.21 15:24
წვეულება სალოსის ქუჩაზე - ინსპექციამ 22 ათასი ლარის ჯარიმა გამოწერა

შრომის ინსპექციამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიების გამართვისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დააჯარიმა. ინსპექციამ ფიზიკური  პირები - 2000, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დააჯარიმა. ჯამში გამოწერილია 22 ათასი ლარის ჯარიმა. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში სისტემატურად, ბოლო დღეების განმავლობაში იმართებოდა ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით. სახეზე გვქონდა ფიზიკური და იურიდიული პირების ერთობლივი ქმედება, ერთგვარი სქემა, რომელთა ერთობლივი ქმედებებით ქვეიჯარის და მოიჯარის სიმრავლით ხდებოდა ფაქტობრივად შენიღბვა სამართალდარღვევის და მუდმივად, ყოველი ინსპექტირების ჯერზე გვხვდებოდა ახალი ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც იწყებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება", - თქვა ბექა ფერაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის 8 აპრილის დადგენილებით, საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებების ასევე, მასობრივი გასართობი ღონისძიებისთვის ფართის გაცემა იკრძალება. 

მსგავსი სიახლეები