შსს-მ ნამოხვანიდან კარვების გატანის გადაწყვეტილება მიიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების კარვების გატანის გადაწყვეტილება მიიღო.უწყება ამ გადაწყვეტილების მიზეზად რიონის დონის მატებას ასახელებს, რის გამოც, მათი თქმით, ტერიტორიის დატბორვაა მოსალოდნელი. შსს-ს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ", - წერია უწყების განცხადებაში.