ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში დაშავებული მუშები - ერთის მდგომარეობა მძიმეა

11.04.21 17:27
ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში  დაშავებული მუშები  - ერთის მდგომარეობა მძიმეა

ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში ორი მუშა დაშავდა. ერთ-ერთმა მუშამ დაზიანება თავის არეში მიიღო და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის, მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მეორე დაშავებულს შედარებით  მსუბუქი დაზიანება აქვს, მას მხედველობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში აგრძელებს.

მუშები საბურავს აყენებდნენ, რა დროსაც მექანიზმის ნაწილი დაზიანდა და გასკდა.

მსგავსი სიახლეები