ავარია კახეთში - 2 ადამიანი დაიღუპა, 3 ბავშვი კი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულებს შორის კი 3 ბავშვია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.