ქალი ზურგის არეში დაჭრა და მიიმალა - დეიდის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

12.04.21 10:59
ქალი ზურგის არეში დაჭრა და  მიიმალა - დეიდის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

სისხლიანი დაპირისპირება ბათუმში - დაკავებულია 26 წლის კაცი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკებისას ქალი ცივი იარაღით ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებული ნ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ლ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ბათუმში, 52 წლის ქალი, სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა. შემთხვევას წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი სადავო ქონებაზე.

მსგავსი სიახლეები