პოლიციის მობილიზება რიონის ხეობაში - აქტივისტები დაშლას არ აპირებენ

12.04.21 11:04
პოლიციის მობილიზება რიონის ხეობაში - აქტივისტები დაშლას არ აპირებენ

რიონის ხეობა ჩაკეტილია, აქტივისტების კარვები ამ დროისთვის აღებულია. სამართალდამცავებმა გზა გუმათთან ჩაკეტეს, ხოლო მეორე მიმართულებით  გზა აქტივისტებმა გადაკეტეს. აქტივისტების თქმით, სახელმწიფო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს მათ დაშლას. რიონიც მცველების თქმით,  ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად პროტესტი ადგილზე გაგრძელდება.

გადაადგილება გვეკრძალება. ჩვენ ვითხოვდით, რომ ლოკაცია ნამახვანი ყოფილიყო ან მშენებლობის ჩვენი არეალი, მათთვის მიუღებელია ჩვენი ნამახვანში ფიზიკურად ყოფნა, ამასთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით- ამბობს აქციის მონაწილე. 

გუმათში აქტივისტების ერთი კარავი ადგილზე რჩება, სადაც აქტივისტებმა ღამე გაათენეს. 

მსგავსი სიახლეები