სტიქია გუდამაყრის ხეობაში - 6 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

12.04.21 11:12
სტიქია გუდამაყრის ხეობაში - 6 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

მცხეთა-მთიანეთში ექვსი სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა არაგვმა საავტომობილი გზა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ბაკურხევის ექვს სოფელთან დაკავშირება ამ ეტაპზე მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის არის შესაძლებელი, მდინარის ადიდების შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.