ბათუმში, ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

12.04.21 11:29
ბათუმში, ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლია. ის საკუთარ მანქანაში წინა სავარძელზე უგონო მდგომარეობაში გამვლელმა შეამჩნია.

წინასწარი ინფორმჯაციით, ტაქსის მძღოლს გული გაუჩერდა. 

როგორც "ტვ პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.