გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული ხელბორკილიანი აქტივისტი პოლიციას გაექცა

12.04.21 12:17
გავრცელებული ინფორმაციით,  აქციაზე დაკავებული ხელბორკილიანი აქტივისტი პოლიციას გაექცა

ტვ პირველს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან დაკავებული ერთი აქტივისტი პოლიციას გაექცა. დაკავებულს ხელბორკილები ჰქონდა დადებული. ინფორმაცია ამ წუთებში მოწმდება.

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 4 პირი დააკავა.

აქციის მონაწილეები აფხაზეთიდან გადმოსული პირებისთვის საკარანტინო შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვდნენ.