ანასტასია შატალოვას საქმე - მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი პროკურორს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

14.04.22 14:49
ანასტასია შატალოვას საქმე - მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი პროკურორს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

ანასტასია შატალოვას საქმე -  განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა ლატარიას ადვოკატი პროკურორის განცხადებას არ ადასტურებს. საქმე ეხება ბრალდების ინფორმაციას, რომ  ბრალდებულები მკვლელობამდე შატალოვას უთვალთვალებდნენ, რისთვისაც წინასწარ ბინა იქირავეს.

ბექა ლატარიას არანაირი ბინა არ უქირავებია და მათ შორის, არც საქმის მასალებით იკვეთება ეს გარემოება. ტანსაცმელი, რომელიც ეცვა ლატარიას, იქიდან არანაირი სისხლის კვალი არაა ამოსული. 

ბექა ლატარიას სახლი გახრიკეს, იქიდან გარკვეული ნივთებია ამოღებული. მათ შორის, ფეხსაცმეზე იქნა ნაპოვნი სისხლის კვალი. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ აღნიშნული ფეხსაცმელი არ ეკუთვნის ბექა ლატარიას"- აცხადებს ადვოკატი. 

მსგავსი სიახლეები