მიეცეთ აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა, გამოხატონ პროტესტი - სახალხო დამცველის წარმომადგენელი

12.04.21 13:18
მიეცეთ აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა, გამოხატონ პროტესტი - სახალხო დამცველის წარმომადგენელი

სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოითხოვს, ნამახვანში მყოფ აქტივისტებს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეთ. სახალხო დამცველის წარმომადგენელი რიონის ხეობაში საქმის ვითარებას ეცნობა. მადონა ბასილაძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ყველა საკითხს შეისწავლის და დარღვევები ომბუდსმენის  ანგარიშში მოხვდება. 

მიეცეს შესაძლებლობა აქციის მონაწილეებს სხვა ლოკაციაზე გააგრძელონ შეკრება და გამოხატონ პროტესტი, თუ უარის თქმის საფუძველი არსებობს ესეც დასაბუთებული უნდა იყოს, ჩვენხელთ არსებული ინფორმაციით ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან, გრძელდება შესწავლა, მოგვიანებით სახალხო დამცველის მხრიდან გაკეთდება კვლავ შეფასება, - ამბობს ტვ პირველთან მადონა ბასილაძე. 

რიონის ხეობა ისევ ჩაკეტილია. ადგილზე არ უშვებენ სამოქალაქო აქტივისტებს და მოსახლეობას. ადგილზე მზადყოფნაშია სპეცდანიშნულების რაზმიც. რიონის მცველები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.