საგარეჯოში 18 წლის გოგოს ეძებენ - გოგონა, სავარაუდოდ, იძულებით ქორწინებას გაექცა

12.04.21 13:39
საგარეჯოში 18 წლის გოგოს ეძებენ - გოგონა, სავარაუდოდ, იძულებით ქორწინებას გაექცა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ნარმინა ისაიევა სახლიდან გუშინ გავიდა. წასვლის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, თუმცა ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია. 

დაკარგულის ოჯახის წევრებმა არ იციან, სად შეიძლება იყოს გოგონა, ან რა შეიძლება, გამხდარიყო წასვლის მიზეზი. მათი თქმით, ის 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დაინიშნა და ქორწილს გეგმავდნენ. ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე აცნობა. 

არ არის გამორიცხული, რომ გოგონა იძულებით ქორწინებას გაექცა.