მცხეთა -თიანეთის რაიონის 6 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
ადიდებულმა არაგვმა მცხეთა-მთიანეთის რაიონში, ბაკურხევის ხეობაში, საავტომობილო გზა წაიღო, რის გამოც 6 სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ადგილობრივები სოფელში მისასვლელად მხოლოდ საფეხმავლო ბილიკებით სარგებლობენ. სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
ხელისუფლების განცხადებით, ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოების წარმოება შეუძლებელია, რადგან უხვი ნალექია მოსალოდნელი.
6 სოფელში 2 ოჯახი ცხოვრობს.