საქართველოს მოქალაქე ხელისუფლებამ რუსული ციხისთვის გაწირა

12.04.21 19:09
საქართველოს მოქალაქე ხელისუფლებამ რუსული ციხისთვის გაწირა

საქართველოს მოქალაქე ბორის წიკლაური რუსეთს გადასცეს.  როცა ახმეტის რაიონში მცხოვრებმა ახალგაზრდამ საქართველოს ტერიტორია დატოვა, მესაზღვრებმა მას დაუმალეს, რომ წითელი ცირკულარით ეძებდნენ.  ამ ფაქტიდან ცოტა ხანში კი  20 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის წიკლაური  იტალიაში დააკავეს. მას ჩადენილი დანაშაულისთვის  სასჯელი მოხდილი ჰქონდა, თუმცა  რუსეთმა ბორის წიკლაურის დასჯა მეორედ გადაწყვიტა. ბორის წიკლაური რუსეთის სასამართლსო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

საქართველოს მოქალაქე მოსკოვში მკაცრი რეჯიმის ციხეში მოთავსებული.  მისი ოჯახი კი დახმარებას შვეიცარიის მთავრობას სთხოვს.