ვითარება რიონის ხეობაში - ადგილზე სპეცრაზმი შეიყვანეს

12.04.21 20:51
ვითარება რიონის ხეობაში - ადგილზე სპეცრაზმი შეიყვანეს

რიონის ხეობაში სპეცრაზმი გამოჩნდა. ტვ პირველის კამერამ კადრები დააფიქსირა, სადაც ჩანს, რომ ხელკეტებით შეარაღებული პირები მობილიზებული არიან პოლიციის საგუშაგოსთან. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს რიონის ხეობისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. 

აქტივისტების თქმით, შესაძლოა, შსს აქციის დასარბევად ემზადებოდეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ.

სიტუაცია ადგილზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიძაბა. შსს-მ ნამოხვანში მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდა.