დაკავებული ბიზნესმენის საქმე - დღეს დავით კოდუას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ დავით კოდუას დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. სავარაუდოდ, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
კოდუას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ადვოკატი სასამართლო პროცესზე მის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
დავით კოდუა 11 აპრილს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. კოდუას ცოლის თქმით, მეუღლეს მასზე ფიზიკურად არ უძალადია და მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.