ბაგებში მიწის მასა ჩამოწვა

13.04.21 12:56
ბაგებში მიწის მასა ჩამოწვა

წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მეწყერი იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც კომპანია “Metra Development”-ი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას  ახორციელებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზიებული.

მომხდარის მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში არ არის და მშენებლობა კანონის დაცვით მიმდინარეობს. მიმდებარე  ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები აღნიშნულ ადგილას კორპუსის მშენებლობას იმ თავითვე აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს საფგრთხის შემცველია. 
 

 

 

მსგავსი სიახლეები