ყველაფერს ფარდა აეხადა - ნიკა მელიას ადვოკატი

13.04.21 16:01
ყველაფერს ფარდა აეხადა - ნიკა მელიას ადვოკატი

ყველაფერს ფარდა აეხადა, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა  სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. გიორგი კონდახიშვილის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების ის პროპაგანდა, თითქოს ნიკა მელია გირაოს გადახდის შემთხვევაში პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა, აბსურდი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის უფლებადაცველი ამბობს, გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული და მას კანონთან შემხებლობა არ ჰქონია. 

მოსამართლემ გაახმოვანა ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული წინასწარ. ამ გადაწყვეტილებას არავითარი შემხებლობა კანონთან და სამართალთან არ აქვს. ეს გადაწყვეტილება უკვე იკითხებოდა პირველივე წუთებიდან. იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა და ხელისუფლება ორი თვის  განმავლობაში ავრცელებდა პროპაგანდას, რომ ნიკა მელიას თურმე შეეძლო გირაოს გადახდა და გათავისუფლება, დღეს ყველაფერს ფარდა აეხადა, - განაცხადა კონდახაშვილმა.
 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.  გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ  გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები