ქმარმა ცოლს დანა 16-ჯერ ფილმის ყურების გამო დაარტყა?! - რა მოხდა ბორჯომში

03.05.22 17:28
ქმარმა ცოლს დანა 16-ჯერ ფილმის ყურების გამო დაარტყა?! - რა მოხდა ბორჯომში

"პირველების" ინფორმაციით, 47 წლის გიორგი კაბულაშვილმა ცოლი, ვიკა ავაკიანი, ფილმის ყურების გამო დაჭრა. მეზობლების თქმით, ქალს იმ ფილმის ყურება არ უნდოდა, რასაც ქმარი აიძულებდა და ეზოში გავიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

გიორგი ფილმს უყურებდა, გოგოს არ უნდოდა, ეზოში დამჯდარა, ქმარი გაბრაზდა, რასაც მე ვიტყვი. იმას უნდა უყუროო. აქ უნდა დაჯდეო"- აცხადებს დაშავებულის მეზობელი. 

არსებული ინფორმაციით, კაცმა პოლიციასთან ჩადენილი დანაშაული აღიარა და უთხრა, რომ ცოლს 16  ჭრილობა იმიტომ მიაყენა, რომ "დაკაწრა". 

ბორჯომში ქმრის მიერ სამზარეულოს დანით დაჭრილი ქალის გადარჩენას ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ. გამოძიების ინფორმაციით, 47 წლის კაცმა მეუღლეს 16-მდე ჭრილობა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა სიდედრსაც. 

 

მსგავსი სიახლეები