საგარეჯოდან გაუჩინარებული 18 წლის გოგონა მარნეულში იპოვეს - ის სხვა კაცზე დაქორწინდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან გაუჩინარებული 18 წლის გოგონა მარნეულში იპოვეს. ოჯახის თქმით, ის სხვა კაცზე გათხოვდა.
ნარმინა ისაევას 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. სახლიდან წასვლის წინ მან დეიდას მისწერა. 18 წლის გოგონა კახეთში დანიშნული იყო და სავარაუდოდ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ათხოვებდნენ.