კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა - "თელასი" ოფისებს ხურავს და დისტანციურ რეჟიმზე გადადის

13.04.21 16:50
კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა - "თელასი" ოფისებს ხურავს და დისტანციურ რეჟიმზე გადადის

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, „თელასი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. კომპანიის ცნობით, 14 აპრილიდან „თელასის“ მომსახურების ცენტრებში მომხმარებელთა მიღება დროებით შეჩერდება. "თელასის" მომხმარებლებმა ინფორმაცია კომპანიის მიერ დაგზავნილი SMS შეტყობინებებით გაიგეს. 

ძვირფასო მომხმარებლებო, ქვეყანაში კოვიდ-19-ის მომატებული შემთხვევების გამო, მიმდინარე წლის 14 აპრილიდან კომპანია თელასის მომსახურების ცენტრები და ცენტრალური ოფისიც გადადიან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. აღნიშნული პერიოდიდან თელასის ცენტრალური ოფისიც და მომსახურების ცენტრებიც წყვეტენ მომხარებლების მიღებას და გადადიან დისტანციურ მომსახურებაზე,"- აღნიშნულია შეტყობინებაში, რომელიც მომხმარებლებს დაგეზავნათ. 

როგორც „თელასში“ განმარტავენ, კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია call-ცენტრის (2 77-99-99), კომპანიის ოფიციალური facebook-გვერდის (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) და ვებ-გვერდის (www.telasi.ge) მეშვეობით.ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე [email protected].