მსვლელობა ნამოხვანში - პროტესტის ეპიცენტრი ENKA-სთან ინაცვლებს

13.04.21 17:30
მსვლელობა ნამოხვანში - პროტესტის ეპიცენტრი ENKA-სთან ინაცვლებს

ამ წუთებში რიონის მსვლელობით სოფელ გუმათიდან ENKA-ს ოფისისკენ მსვლელობით მიდიან. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, მიეღოთ სამართალდამცავებისგან ნამოხვანში შესვლის უფლება. იმერეთის პოლიციის უფროსმა, სულხან თამაზაშვილმა, აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ გადაადგილების უფლება მათ არ ჰქონდათ. რის შემდეგაც რიონის მცველებმა მიიღეს გადაწყვეტილება ENKA-ს ოფისისკენ გადაენაცვლათ.

პოლიციის უფროსმა გადაადგილების შეზღუდვა უსაფრთხოების მიზეზით ახსნა და ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს რიონში ნიკა ანთიძის სამძებრო სამუშაოები. ვარლამ გოლეთიანის თქმით, შსს-ს მიერ გადაადგილების შეზღუდვა დაუსაბუთებელია და პროტესტისთვსი ხელის შეშლას ემსახურება. 

ეს არის პასუხი პასუხისთვის. მეტი შეფასება რა შეიძლება, გაკეთდეს? ამ დიალოგს აზრი იმისთვის აქვს, რომ საზოგადოებამ ნახოს, რამდენდ უკანონოა მათი მოქმედება- ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 

 

მსგავსი სიახლეები