უკრაინიდან ჩამოსულ პირები ბათუმის სასტუმროებიდან გამოასახლეს

05.05.22 20:33
უკრაინიდან ჩამოსულ პირები ბათუმის სასტუმროებიდან გამოასახლეს

ბათუმის სასტუმრო ,,სპუტნიკი" და ,,ინტურისტი" ომს გამოქცეული უკრაინის მოქალაქეებს დაატოვებინეს. ბავშვებითა და ჩემოდნებით ხელში ღია ცის ქვეშ დარჩენილ დევნილებს წასასვლელი არსად აქვთ.

ეს მძიმე რეალობა ქვეყნაში ჩამოსული უკრაინელი დევნილებისთვის უკვე მეორე დღეა, რაც დგას, თუმცა საქართველო მთავრობა აცხადებს, რომ  28 ათას უკრაინელს პატრონობს და აძლევეს ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ. 

დევნილების დაბინავებაზე პასუხისმგებელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა, სადაც ამბობენ, რომ სასტუმროები ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან, იქ ლტოლვილები ვეღარ დარჩებიან, სახელმწიფო რესურსი კი, რომელიც მათ განთავსებას აფინანსებს, ამოწურვადია.  

ახლა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეძებს ოჯახს, ვინც უკრაინელ დევნილებს შეიფარებს, თუმცა რატომ ვერ უზურნველყო სახელმწიფომ ამ ადამიანების ღირსეული დაბინავება და ქუჩაში დატოვა, ამაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს.  

მსგავსი სიახლეები