მკვლელობა ასპინძაში - 36 წლის კაცმა ნათლულის მამას ყელი გამოჭრა

06.05.22 11:01
მკვლელობა ასპინძაში - 36 წლის კაცმა ნათლულის მამას ყელი გამოჭრა

ასპინძაში 36 წლის მამაკაცმა ნათლულის მამას, მოქმედ სპეცრაზმელს ყელი გამოჭრა. დაჭრილი სოსო მელიქიძე სისიხლისგან დაიცალა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ირკვევა, რომ სისიხლიანი გარჩევის მოტივი ეჭვიანობაა. 

სავარაუდო დამნაშავე მალევე დააკავეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასპინძაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები