სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში - კაცმა 67 წლის მეზობელი დაჭრა
ზუგდიდის რაიონში, სოფელ ალეტკაში კაცმა მეზობელი დაჭრა. დაჭრილი 67 წლის კაცია, ის კლინიკიდან ჭრილობის მალევე გაწერეს.
ცნობილი ხდება, რომ სიტყვიერი შელაპარაკება მეზობლებს შორის სუფრაზე დაიწყო და დაჭრით დასრულდა.
დანაშაულის მოტივად წარსულში არსებული უთანხმოება სახელდება.
ვაშველებდი და გაშველების დროს წავიქეცი ხელი მომხვდა. იყო შელაპარაკება", - ამბობს მეზობელი.
შემთხვევის ადგილზე ინციდენტში მონაწილე ყველა პირი გამოიკითხა, შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.