"თავისუფლება მიშას" - ბათუმის უნივერსიტეტთან აქცია გაიმართება

06.05.22 11:40
"თავისუფლება მიშას" - ბათუმის უნივერსიტეტთან აქცია გაიმართება

აჭარის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი საგანგებო რეჟიმზე გადადის და აქციებს იწყებს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება. პარტიის ოფისში აქციისთვის სამზადისი მიმდინარეობს.

ოპოზიციაში  ფიქრობენ, რომ პუტინის დავალებით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავს და ახლა გაჩუმება დანაშაულია.  აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქცია სიმბოლურად 6 მაისს, აჭარის განთავისუფლების დღეს იმართება. 

ზუსტად 18 წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ამ რეგიონში მაცხოვრებელმა ადამიანებმა და მთელმა ქვეყანამ დაამარცხა ნიჰილიზმი და უიმედობა. სიმბოლურად  ამ დღეს აჭარის რევოლუციის დღეს, ჩვენ ვიკრიბებით და ვითხოვთ, საკააშვილისთვის სიცოცხლის უფლების შენარჩუნებას, ის ხო ამისთვის ისჯება, რომ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელ ადამიანებს გვაგრძნობინა, რომ უკეთესად ცხოვრება შეგვიძლია, პუტინს თავი არ დაუხარა და ამიტომ კვდება დღეს მის ტყვეობაში", - ამბობს ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე. 

არსებული ინფორმაციით, აქციას გურიიდან და ქუთაისიდან შემოუერთებიან.  

მსგავსი სიახლეები