"რუსეთი დამარცხდება!" - სკანდალური ჩანაწერი ბიბილოვის და ცხინვალელი სამხედროების შეხვედრიდან

06.05.22 12:31
"რუსეთი დამარცხდება!" - სკანდალური  ჩანაწერი ბიბილოვის და ცხინვალელი სამხედროების შეხვედრიდან

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად გაუშვეს, რუსეთს ომში  წაგებას უწინასწარმეტყველებენ. სკანდალურმა აუდიო ჩანაწერმა დეფაქტო პრეზიდენტის შეხვედრიდან გამოჟონა. ირკვევა, რომ რუსეთს ომში არც ტექნიკა აქვს და მთელი ლოჯისტიკა მოშლილია. ამის გარდა,  რუსებს არც  კონკრეტული საბრძოლო გეგმა ჰქონდათ.  განწყენებული ოსი ჯარისკაცები ასევე, ანატოლი ბიბილოვს სთხოვდნენ პასუხს იმაზე, თუ რატომ გაუშვეს ისინი უკრაინაში საომრად. 

ფარული აუდიოჩანაწერი "მედიაზონამ" გაავრცელა. 

მეორე ბატალიონში ტექნიკის 99 % არ მუშაობს.ამას ჯერ კიდევ აქ ყოფნისას ვეუბნებოდით, გავაფრთხილეთ, ჩვენი მანქანები არ მუშაობს, არ გააგზავნოთ იქ. სხვა ასეულის ბიჭებმა თქვეს, რომ მათი იარაღი არ ისროდა. უთხრეს, „წადით ასეო!“ . 10 ტანკიდან 3-მა არ გაისროლა. სხვა ბრიგადიდან დაგვცინოდნენ, გვეუბნებოდნენ, თვითმვკლელი ტერორისტები ხართო. ტექნიკას მიწოლა სჭირდებოდა. ვლადიკავკაზში ბუქსირით გადავიყვანეთ და მერე აქ ხალხმა ლაპარაკი დაიწყო, შეეშინდათო, - ამბობს ოსი ჯარისკაცი. 

ჩანაწერის კიდევ ერთი ნაწილი რუსი სამხედროების არაკომპეტენტურობას ეთმობა. ირკვევა, რომ ოს სამხედროებს თავდასხმების დროს საბძროლო ტექნიკის გაჩერებას და აკოპებში ჩასვლას სთხოვდნენ. 

ასეთი თავდაცვა არასდროს მინახავს. ქვეითთა საბრძოლო მანქანა დააყენო და სარდაფებში დაიმალო. აკოპებშ უნდა ცავსულიყავით,. გადამცემში თქვეს, რომ მე-6 ასეული დამარცხდა. შემდეგ მე-6 ასეულს ქალაქში შევხვდით. გვითხრეს, რომ მათზე არანაირი თავდასხმა არ ყოფილა.  გვეუბნებოდნენ, იარეთ ერთი კილომეტრი, აღმოჩნდა, რომ უნდა გვევლო 10. მიმართულება არ იყო, იქ სნაიპერები ისროდნენ. პირველივე დღიდან გვატყუებდნენ. დოკუემნტებში დანბიშნულების ერთი ადგილი იყო, ჩვენ კი სრულიად სხვა ადგილას მივედით. ის ადგილი, სადაც უნდა მივსულიყავით 800 კმ დაშორებით იყო იქიდან, სადაც მიგვიყვანეს, - ყვება მებრძოლი. 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სამხედროებმა ბიბილოვს საჩივრით მიმართეს,  ომში სამედიცინო დახმარების არ არსებობა იყო. ოსი ჯარისკაცების ნაწილი დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საავადმყოფოებში გაადიყვანეს, თუმცა დაშავებულებს ექიმები ყურადღებას არ აქცევდნენ. 

ჩვენი მეგობარი დონეცკის საავადმყოფოშია. ტელეფონით დავუკავშირდით,. ამბობს, რომ პირველ დღეს გადახვევა გაუკეთეს, მაგრამ ნამსხვრევები ისევ სხეულში აქვს.ამბობს, რომ ხელი ძალიან გაუსივდა და არავინ არაფერს აკეთებს. ექიმებიც კი არ მიდიან,. უკვე მე-5 დღეა იქ არის. ექიმები მხოლოდ ფულს სთხოვენ. მეორე ნამსხვრევებისგან თვალი დაუზიანდა. ორი დრე არავინ უთხრა, რომ საავადმყოფოშ წასულიყო და ექიმი ეუბნება, „სად იყავი 2 დღის წინ, თვალი დაკარგე უკვეო,“- ისმი ჩანაწერში. 

ჩანაწერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი - ანატოლი ბიბილოვის შეკითხვას, დამარცხდება თუ არა რუსეთი უკრაინასტან ომში, ოსი ჯარისკაცები ერთხმად პასუხობენ, რომ "დამარცხდება".  

მსგავსი სიახლეები