რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი მებრძოლები დაიჭრნენ - რას ყვებიან დაშავებულები

06.05.22 13:20
რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი მებრძოლები დაიჭრნენ - რას ყვებიან დაშავებულები

რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი მებრძოლები დაიჭრნენ.  ისინი უკრაინის აღმოსავლეთით, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში დაბომბვის ეპიცენტრში მოყვნენ. ფრონტის წინა ხაზზე საომარ ბრძოლებში 13 ქართველმა სამხედრომ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, რამდენიმეს კანტუზია აქვს. დაჭრილები შეტაკებების ეპიცენტრიდან თანამებრძოლებმა გამოიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ჩვენ, ქართველები, დაახლოებით 30 კაცამდე ვართ უკრაინის თავდაცვის ჯარებში. მოვიდა ბრძანებამ ოპერაცია ჩავატრეთ და ამ ოპერაციის შედეგად, მოხდა მოწინააღმდეგეასთან, რუსებთან ბრძოლაშ შესვლა. დაახლოებით 80 მეტრში მიმდინარეობდა ბრძოლა ქარტველების, ასევე იყვნენ აფხაზები, სირილები და რუსები. 2014 წლის შემედგ ვერავინ შეძლო ამ ტერიტორიის გათვაისუფლება და ჩვენ, 28 კაცმა შევძელით ის, რაც 2014 წლიდან ვერავინ შეძლო. ერთი მე ვარ სნაიპერის გასროლით დაჭრილი და 12 კაცია დაბომბვის შედეგად დაზიანებული. ნამსხვრევები აქვთ მოხვედრილი, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადავრჩთ, კარგად ვართ და ყველა ვმკურნალობთ, - ამბობს ქართველი სამხედრო. 

მსგავსი სიახლეები