ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა - ახალი დეტალები ასპინძაში მომხდარი მკვლელობის შესახებ

06.05.22 13:30
ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა - ახალი დეტალები ასპინძაში მომხდარი მკვლელობის შესახებ

ასპინძაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ დაკავებულმა მეგობარი მეგობრების თვალწინ ეჭვინობის ნიადაგზე მოკლა. დაკავებული ნადირაძის დედა ყვება, რომ მის შვილს კონფლიქტი ცოლთან ჰქონდა და მკვლელობის მოტივიც სწორედ ეჭვიანობა გახდა. 

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელმაც  სპეცრაზმელს დაზიანებები ყელის არეში მიაყენა,  ეჭვიანი იყო.

არ იყვნენ გაშორებულები, 10 დღის წინ ცოლმა ჩაალაგა ბარგი და წავიდა. კონფლიქტური ოჯახი იყო", - ამბობს მეზობელი.

ასევე ირკვევა, რომ დაკავებული სამხედრო  წარსულში ნასამართლევია და მან ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ ასპინძაში 36 წლის მამაკაცმა ნათლულის მამას, მოქმედ სპეცრაზმელს ყელი გამოჭრა. დაჭრილი სოსო მელიქიძე სისხლისგან დაიცალა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. 

 

მსგავსი სიახლეები