თუ გზას არ გაათავისუფლებთ, პროპორციულ ძალას გამოვიყენებთ - პოლიციის ულტიმატუმი ხეობის მცველებს

13.04.21 19:28
თუ გზას არ გაათავისუფლებთ, პროპორციულ ძალას გამოვიყენებთ - პოლიციის ულტიმატუმი ხეობის მცველებს

,,გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას, თუ გზას არ გაათავისუფლებთ - იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა აქციის მონაწილეები გააფრთხილა. 

რიონის ხეობის მცველებმა წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათთან მდებარე ,,ენკას" ოფისთან მისასვლელი გზა გადაკეტეს, რითაც კომპანიის მანქანები და პოლიცია გადაადგილდება. 

როგორი მოწყურებულია პოლიცია, რომ აქცია უმართავ პროცესზე გადაიყვანოს, ჩვენ ,,ენკას" მანქანებს ხეობაში გადაადგილებას ხელს შევუშლით, რადგან ისინი უკანონო მშენებლობას ახორციელებენ, მოქალაქეების ტრანსპორტს კი გავატარებთ. პროცესების უმართავობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ეკისრება -  აღნიშნავს ხეობის მცველი, მირზა ლომთაძე.

,,ენკას" ოფისთან სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. ცოტა ხნის უკან აქციის მონაწილეთა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა. 

თქვენ რატომ უნდა იაროთ ცენტრალური გზებით და მე- შემოვლითი გზით? რომელი კანონით მაფერხებთ და არ მიშვებთ სახლში? უკანონო ბრძანების აღსრულება არ არის კანონიერი -  ამას არ დავემორჩილები. პოლიციის უფროსი  გვეუბნება, გაათავისუფლეთ გზა, არა, ბატონებო, თქვენ გაათავისუფლეთ გზა და ჩვენ გაგვიშვით სახლში - განაცხადა აქციის ერთ-ერთი მონაწილემ, რომელიც პოლიციას დაუპირისპირდა.

თურქული კომპანია ,,ენკას" ოფისთან შეკრებილი რიონის ხეობის მცველები ითხოვენ, პოლიციამ გახსნას ბლოკ-პოსტი და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში შესვლის საშუალება მისცენ. 

მსგავსი სიახლეები