აქციის დისკრედიტაცია, აგენტურის ჩანერგვა -ხელისუფლება ნამოხვანში მოვლენების ხისტ სცენარს გეგმავს - ხუხაშვილი

13.04.21 19:43
აქციის დისკრედიტაცია, აგენტურის ჩანერგვა -ხელისუფლება ნამოხვანში მოვლენების ხისტ სცენარს გეგმავს - ხუხაშვილი

ცხადია, რომ ხელისუფლება ნამახვანთან დაკავშირებით დაადგა მოვლენების ხისტი სცენარით განვითარების გზას ორსაფეხურიანი სცენარით - მიიჩნევს პოლიტიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი. ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ხეობის მცველთა დისკრედიტაცია და ამ გზით პროტესტის განეიტრალება სურს.

ცხადია, რომ ხელისუფლება ნამახვანთან დაკავშირებით დაადგა მოვლენების ხისტი სცენარით განვითარების გზას ორსაფეხურიანი სცენარით: ორგანიზატორების მაქსიმალური დისკრედიტაცია. 
დაღლა, რესურსების დაშრობა, აგენტურის მეშვეობით ქსენოფობიური, ულტრა-ნაციონალისტური ლოზუნგების "ჩადება", კონფლიქტების პროვოცირება, პერსონალური კომპრომეტირება.
როცა ჩათვლიან, რომ საკმარის კონდიციას მიაღწიეს, გადავლენ მეორე ეტაპზე, ანუ საკუთრივ დაშლაზე  - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
 

ექსპერტს მიაჩნია, რომ არსებულ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი რეფერენდუმის ჩატარებაა.

ამ ტიპის დაპირისპირებაში რიონის ხეობის მცველებს გამარჯვების ძალიან მცირე შანსი აქვთ.
ამიტომ, აუცილებელია ვექტორის იმგვარი ცვლილება, რომელიც ამ გეგმას ჩაშლის და ახალ სივრცეს გახსნის.
რეკომენდაცია, რომლის იდეაც აქვე ერთმა მეგობარმა მომაწოდა.
პირდაპირი დემოკრატიული პროცესი  - რეფერენდუმის ინიცირება 200000 ხელმოწერით. 
დეტალებზე და ტაქტიკაზე აქ არ დავწერ - აღნიშნავს გია ხუხაშვილი. 

ნამოხვანჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით რიონის ხეობის მცველთა საპროტესტო აქცია 170 დღეა, რაც გრძელდება.