დაპირისპირება პოლიციასა და აქტივისტებს შორის -ნამოხვანში ვითარება დაიძაბა

13.04.21 22:48
დაპირისპირება პოლიციასა და აქტივისტებს შორის -ნამოხვანში ვითარება დაიძაბა

ნამოხვანში ამ წუთებში პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. აქტივისტები ამბობენ, რომ ადგილზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ENKA-ს ოფისთან შეკრებილი აქტივისტები გზის გახსნას მოითხოვენ. სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა.

რიონის მცველები სამართალდამცავებს სთხოვენ სოფელ გუმათჰესთან აღმართულული ბლოკპოსტი აიღონ და პროტესტის მონაწილეებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მიეცეთ.

დღეს, აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და კომპანია ENKA-ს ავტომობილებს სამშენებლო ზონისკენ არ ატარებდნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც პოლიციამ აქტივისტებსა და მოსახლეობას გადააგდილების უფლება შეუზღუდა.

 

 

მსგავსი სიახლეები