პოლიციელებმა მანქანებზე მიახეთქეს ადამიანები, ერთი ადამიანი ცეცხლში ჩავარდა - გოლეთიანი {ვიდეო}

13.04.21 23:02
პოლიციელებმა მანქანებზე მიახეთქეს ადამიანები, ერთი ადამიანი ცეცხლში ჩავარდა -  გოლეთიანი {ვიდეო}

რიონის მცველი, ვარლამ გოლეთიანი, ამბობს, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. დაპირისპირება კი სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის იმ ფაქტს მოჰყვა, რომ აქტივისტები კომპანია "ენკას" კუთვნილ მანქანებს არ ატარებდნენ. ვარლამ გოლეთიანმა ტვ პირველთან თქვა, რომ ფიზიკური ძალადობის დროს ერთ-ერთი აქტივისტი ცეცხლში ჩავარდა, თუმცა დროულად მოხდა მისი ამოყვანა. გოლეთიანის თქმით, ზუსტდება დაკავებულთა რაოდენობა,სავარაუდოდ, დაკავებულია 10-მდე აქტივისტი.

ეხლა-შემოხლა მოჰყვა კომპანია "ენკას" მანქანების გატარებას, ჩვენ ვთქვით დღეს, რომ არ გავატარებდით კომპანიის მანქანებს, ამიტომ ხელებაწეული დახვდნენ ბიჭები,,პირდაპირ გადმოვიდა პოლიცია, სპეცრაზმი დარბევაზე,,ძალა გამოიყენეს, მანქანებზე მიახეთქეს ადამიანები, მანქანებსაც ეტყობა დაზიანებები,,ცეცხლი ენთოთ ადამიანებს გათბობის მიზნით და ცეცხლში ჩავარდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლში ჩავარდა ჩვენი თანამებრძოლი, იქვე რომ არ ვყოფილიყავით, მართლა საშინელებით დამთავრდებოდა.,დაკავებულები არიან, როგორც ვიცი, დაკავებულია 10 ადამიანი - ამბობს ტვ პირველთან ვარლამ გოლეთიანი.

რიონის მცველები სამართალდამცავებს სთხოვენ, სოფელ გუმათჰესთან აღმართულული ბლოკპოსტი აიღონ და პროტესტის მონაწილეებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მიეცეთ.

დღეს აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და კომპანია ENKA-ს ავტომობილებს სამშენებლო ზონისკენ არ ატარებდნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ აქტივისტებსა და მოსახლეობას გადააგდილების უფლება შეუზღუდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები