ოკუპანტებმა ქართველი მებრძოლები ფოსფორის ნივთიერებით მოწამლეს - რას ყვებიან დაშავებულები

09.05.22 13:06
ოკუპანტებმა ქართველი მებრძოლები ფოსფორის ნივთიერებით მოწამლეს - რას ყვებიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ქართველი ჯარისკაცები აკრძალული ნივთიერებით, ფოსფორით, მოწამლეს. შემთხვევა 6 მაისს დონეცკის ოლქში იმ დროს მოხდა, როდესაც ჯარისკავები არასაბრძოლო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. 

ქართველი სამხედროების ორგანიზმში ფოსფორის არსებობა კვლევებმა დაადასტურა. ათივე მათგანს ერთნაირი სიმპტომები, ჰაერის უკმარისობა,  ძლიერი ხველა და თვალების წვა აღენიშნებათ. ასევე, დამწვარი აქვთ კანი. 

საქართველოს ათი მოქალაქე ამ დროისათვის მკურნალობას უკრაინის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადის. 

ვერაფერი გვიქნეს ვერც არტილერიით, ვერც ტყვიებით და შემდეგ გამოიყენეს ფოსფორული. ფოსფორული დაგვარტყეს დილის საათებში, ჩვენგან დაახლოებით 200-300 მეტრში. ჩვენ მოვყევით, ჩვენი ჯგუფი 10 კაციანი. მანამდე პირველი ორი დღე დაგვეჭრა ბიჭები და ჰოსპიტალში ჩამოვედით, ძლივს რაღაცა მოვახერხეთ, უკვე ნახევრად ცუდად ვიყავით ბიჭები. დაგვიდასტურდა სისხლში, უკაცრავად და შარდში, ფილტვებში, ტანზე კიდევ დამწვრობა გვაქვს მიღებული.

მემგონი პირველი შემთხვევაა, როდესაც ფოსფორული დადასტურდა. ჯერ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და თვითონ ექიმებიც გაგიჟებულები არიან, „ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილაო“, - ამბობს ქართველი ჯარისკაცი.

 ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ომში აკრძალულ იარაღს იყენებს. ცოტა ხნის წინ ოკუპანტებმა ქართველი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი გოსტომელთან ,,ზარინით" მოწამლეს. 

მსგავსი სიახლეები