"პოლიციამ გიორგის იარაღი სახეზე დაადო... სპეცოპერაციისას კი მითხრეს, ორ გვამს გავიტანთო"- ბექა შენგელია დუმის არღვევს

09.05.22 16:14
"პოლიციამ გიორგის იარაღი სახეზე დაადო... სპეცოპერაციისას კი მითხრეს, ორ გვამს გავიტანთო"- ბექა შენგელია დუმის არღვევს

ვარკეთილში სპეცოპერაციით აყვანილი ბექა შენგელია დუმილს არღვევს - დაკავებული ამბობს, რომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს განზრაც არ დაჯახებია. პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახების ბრალდებით დაკავებული ვიდეომტკიცებულებებს ითხოვს. 

მისი თქმით, დევნის ოპერაციაში პოლიციის მინიმუმ 8 ეკიპაჟი მონაწილეობდა. მათ მომხდარი შეჯახების ფაქტი უნდა გადაეღოთ:

მაინც და მაინც, არაგვის ხიდზე რატომ მოხდა ეს შეჯახება, ეს მაინტერესებს. საუბარია გზაზე, სადაც 112-ის კამერები არ არის. არცერთი კადრი არ არის ამოღებული, რომელიც შეჯახებას ასახავს, მე მიქიაშვილს განზრახ არ შევჯახებივარ. მე მივდიოდი შუა ზოლზე, როდესაც მიქიაშვილმა 200-ით ჩამიარა, მარცხენა სარკე მომატეხა, რის შემდეგაც ჩემს "მარცხენა" კრილოს მისი მარჯვენა "კრილო" მიედო, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა. 

გიორგის პოლიციელმა, ვინც გვერდით გაუჩერა მანქანა, იარაღი პირდაპირ სახეზე მიადო..."- აცხადებს ბრალდებული. 

რაც შეეხება ვარკეთილში ჩატარებულ სპეცოპერაციას, ბექა შენგელია ამბობს, რომ პოლიცია მათ მოკვლით ემუქრებოდა: 

 სიტყვა სიტყვით ასე მითხრა - ახლა აქ ტყვიების წვიმა ატყდება, ბიჭო, აქიდან ორ გვამს გამოგათრევთო. ეს ვიდეო არსებობს"- დასძინა ბრალდებულმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დღის წინ თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ერთ პირს ბრალად თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახება, ხოლო მეორეს - დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

უწყების ინფორმაციით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

 

 

მსგავსი სიახლეები