სპეცოპერაცია თბილისში - ბექა და გიორგი შენგელიებს პატიმრობა შეეფარდათ
ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ ბექა და გიორგი შენგელიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებულებს პოლიციელზე თავდასხმას, მისი ჯანმრთელობის ხელყოფასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
საქმია მასალების თანახმად, 14 აპრილს, მცხეთის ტერიტორიაზე ბექა შენგელია თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა პოლიციელი კი დაშავდა.