26 მაისის ღონისძიებისთვის ხელისუფლება მილიონ 257 ათას ლარს დახარჯავს
26 მაისიის ღონისძიებების დაფინანსებაში ,,ქართული ოცნება" მილიონ 257 ათასს ლარს დახარჯავს. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს კოლოსალური თანხა მხოლოდ იმის გამო გაიფლანგება, რომ მმართველმა პარტიამ თადარიგი არ დაიჭირა და ტენდერები დროულად არ გამოაცხადა.
"პირველებმა" გაარკვია, რომ ოთხი უწყება ახლა დაჩქარებულ ტენდერებს აცხადებს სადღესასწაულო აქტივობებისთვის, ინსტალაციების, სტენდებისა და პავილიონების მოსაწყობად. ცალკე ბიუჯეტია გამოყოფილი კონცერტების ორგანიზებისთვის.
კორუფციის მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ტენდერის დროულად გამოცხადების შემთხვევაში სახელმწიფო ათასობით ლარს არ იზარალებდა.
ღონისძიებებზე მოთხოვნილია მილიონ 200 ათასი ლარის გამარტივებული შესყიდვა, რაც ნიშნავს, რომ ხელშეკრულებებს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაუფორმებენ იმ კომპანიებს, რომლებიც მათ სურთ. ეს , რა თქმა უნდა, ზრდის კორუფციის რისკს.
ისეთი დღესასწაულია დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, რომ შესაძლებელია, ის წლის დასაწყისში დაგეგმილიყო ტენდერები. იქნებოდა კონკურენცია და ის ხარისხსაც და ბიუჯეტში ფულის ეკონომიის საშუალებას - აცხადებს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე.