"მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში" - სენატორი რიში

10.05.22 12:40
"მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში" - სენატორი რიში

"მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას",- ასე ეხმაურება სენატორი ჯიმ რიში  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. საპრეზინდენტო არჩევნებს. გავლენიანი სენატორი განცხადებას საკუტარ "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებ. 

სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ორი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას, - წერს სენატორი სოციალურ ქსელში. 

9 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი შედეგებით, ე.წ. არჩევნებში პარტია ნიხასის ლიდერმა ალან გაგლოევმა გაიმარჯვა. 

მსგავსი სიახლეები