შსს ცნობების გაცემას აძვირებს

12.05.22 12:52
შსს ცნობების გაცემას აძვირებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სერვისებს უძვირებს -კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს  უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მომსახურების საფასურის განაკვეთებთან დაკავშირებით შემდეგი ცვლილებები იგეგმება:

ტრანზიტული ნომრის ერთი წყვილის გაცემა ახლა - 30 ლარი -  გახდება 50 ლარი

საზღვრის გადაკვეთა - გადმოკვეთაზე ცნობის გაცემა  ახლა 20 ლარი  - გახდება − 30 ლარი 

ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა - ახლა 20 ლარია − გახდება 30 ლარი 

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა − ახლა - 20 ლარია -  გახდება 30 ლარი 

სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – ახლა ამჟამად - 20 ლარია  -  გახდება 30 ლარი.

მსგავსი სიახლეები