უკრაინაში ქართველი ,,კანონიერი ქურდი" დააკავეს
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ივანო-ფრანკოვოს რეგიონში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად ,,მამუკა" დააკავა.
პოლიციის ცნობით, 10 მაისს უკრაინელმა სამართალდამცველებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ 45 წლის ,,მამუკა" რეგიონში, ერთ-ერთ კერძო სახლში იმყოფებოდა, სადაც საბოლოოდ მისი აყვანის სპეცოპერაცია ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ,,მამუკამ" კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსი სტამბულში, 2013 წელს მიიღო. ის ტარიელ ონიანის კლანის წევრად ითვლება.
ამჟამად მისი უკრაინიდან ექსტრადაციის საკითხი წყდება.