სად გაქრა ბიუჯეტის მილიონები- ხაშურში იუსტიციის სახლის ასაშენებლად გამოყოფილი ფული უკვალოდ დაიკარგა

12.05.22 17:49
სად გაქრა ბიუჯეტის მილიონები- ხაშურში იუსტიციის სახლის ასაშენებლად გამოყოფილი ფული უკვალოდ დაიკარგა

ბიუჯეტის გაფლაგული მილიონები - ხაშურში იუსტიციის სახლის ასაშენებლად გამოყოფილი ფული ისე გაქრა, რომ მშენებლობა კი არც დაწყებულა.

ავანსის სახით მილიონ ლარზე მეტი უკვე აიღო კომპანიამ, თუმცა პასუხისმგებელი პირები ამტიცებენ, რომ შპს ,,ალიანსმა" ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

ხაშურში ახლა უნდა მიმდინარეობდეს იუსტიციის სახლის მშენებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ არასწორად წარმართეს მშენებლობის პროცესი, არ განახორციელეს მონიტორინგი და ტენდერის მიმდინარეობისას არ შეარჩიეს ისეთი კომპანია, რომელიც ამას შეძლებდა, ამიტომ მოხდა ისე, აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეასრულე მოვალეობა. მას გადავურიცხეთ უკვე მილიონ 300 ათასი ლარი. აღნიშნული თანხიდან 800 ათასი ლარი ავანსი იყო და ეს ფული ისე გადავუხადეთ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, რომ სამუშაოები ჯერ არ დაუწყია.

დღეს კი ითხოვენ გამარტივებული გზით, ერთ პირთან მოლაპარაკებით ხელშეკრულების გაფორმებას და ეს ღირებულება არის 4 მილიონი ლარი - აცხადებს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე.

რაც შეეხება ,,ალიანსს", მისი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ არასწორი დასკვნა დადო. საკუთარი უფლებების დასაცავად კომპანია სამართლებრივ დავას აპირებს.

მსგავსი სიახლეები