საქართველოში ხორბლის მარაგი ამოიწურა

13.05.22 17:12
საქართველოში ხორბლის მარაგი ამოიწურა

საქართველოში ხორბლის მარაგი ამოიწურა. ქვეყნის ყველა წისქვილი პრაქტიკულად გაჩერებულია.„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში მხოლოდ 10 დღის მარაგი დარჩა.

ასობით ადამიანს  უმუშევრად დარჩენა ემუქრება. 

დარჩენილია 10 დღიანი მარაგი, ფქვილის იმპორტი გრძელდება, თუმცა ხორბლის იმპორტი გაჩერდა. ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი კონკურენციის პირობა ჩამოყალიბებული ბაზარზე. მივმართე პრემიერ-მინისტრს პირდაპირი შეხვედრის მოთხოვნით. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი დაგეგმვა და სტრატეგია, რომ  ხვალ წისქივლ კომბინატებმა დაგეგმონ შემოიტანონ ხორბალი თუ თვითონ გადავიდნენ ფქვილის იმპორტზე", - თქვა სილაგავამ. 

მსგავსი სიახლეები