ახალი რუსული პროვოკაცია - საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების პროცესი დაიწყო

14.05.22 12:16
ახალი რუსული პროვოკაცია - საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების პროცესი დაიწყო

ახალი რუსული პროვოკაცია - საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების პროცესი დაიწყო. რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება. 

ღამით ოკუპირებული ტერიტორიის არაფორმალურმა მმართელმა ანატოლი ბიბილვმა მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ "მათი ოცნება მალე ახდება". 

შესაბამისი დოკუემნტები სასამართლოს გადაეცა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და უახლოეს დროში მალე ახდება ჩვენი დიდი ოცნება. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი დაკავშირებულია ერთი ისტორიით. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა და  მეგობრობა, ეს უფრო ორი ძმის ურთიერთობაა, როდესაც უფროსი ძმა ყოველთვის გაგიგებს და მხარს დაგიჭერს, უმცროსი კი პატივს სცემს და დაეხმარება უფროსს. მოვიდა დრო, გავერთიანდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ნიშნავს ახალი ისტორიის დასაწყისს, - განაცხადა ბიბილოვმა. 

მსგავსი სიახლეები